ნასამართლევი ქართველი ვარსკვლავები
პოლიტიკა - 16:48, 06 May, 2014     5320
განზრახ მკველელობა, ნარკოტიკის მოხმარება-რეალიზაცია, ყაჩაღობა... - ეს იმ ბრალდებების ჩამონათვალია, რომელთა საფუძველზეც ცნობილი ქართველი ვარსკვლავები გაასამართლეს, ზოგიერთი მათგანი კი ციხეში, რამდენიმე წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. გთავაზობთ ნასამართლევი ქართველი ვარსკვლავების ხუთეულს:

გიორგი ნაზღაიძე, მოდელი, ტელე-რადიო წამყვანი

მოდელ გიორგი ნაზღაიძეს ორწლიანი პირობითი სასჯელი, რამდენიმე თვის წინ მოეხსნა. ის განზრახ მკვლელობაში იყო ბრალდებული. გიორგი ნაზღაიძე ორი წლის წინ ბათუმში მომხდარი ჩხუბის გამო დააკავეს. ამბობს, რომ ბიჭმა, რომელიც სცემა, მისი დაჭრა ცივი იარაღით სცადა. 48 საათიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, ერთი დღე ბათუმის ციხეში დაჰყო და პირობით გამოუშვეს. გიორგი ზაფხულშიც დააკავეს თურქეთში, ის მესაზღვრეს არ დაემორჩილა და მეგობარ თამუნა მუსერიძესთან ერთად, რამდენიმე საათით დააკავეს. ამბობენ, რომ ნაზღაიძე თურქეთში მანამდეც იყო დაკავებული.

პანჩო, მომღერალი მუსიკოსი

პანჩო იგივე ლევან მგალობლიშვილი, რამდენიმე წლის წინ პლანის მოხმარებაზე დააკავეს. სასჯელს გლდანის მერვე დაწესებულებაში იხდიდა. ამბობს, რომ ცუდი ყოფაქცევისთვის დაისაჯა და ერთი წლით ციხეში ჩასვეს. როგორც პანჩო იხსენებს, გლდანის მერვე დაწესებულებაში საკუთარი "ცოცხით" მივიდა. ამბობს, რომ დაწესებულება საკონცენტრაციო ბანაკივით იყო. "ციხეში ნამყოფი ვიყავი, პატიმრებს კონცერტებს ვუტარებდით ხოლმე... შესვლისას ოფიცერს ვუთხარი, - საღამოს გიტარას მომიტანენ და შემოატანინე-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა, - თუ იცი, საერთოდ სად მოხვდიო?! გიტარა კი არა, ჩაი და ყავა არ გვქონდა, რომ დაგველია... რადიო იყო ისეთი, ყური უნდა მიგედო, რამე რომ მოგესმინა... სხვა საქმე, რომ არაფერი მქონდა, ციხის უფროსის სახელზე წერილებს ვწერდი, გიტარა შემოატანინეთ-მეთქი, რითაც ვხალისობდი... არადა, პატიმრები ისეთ სტრესში იყვნენ, ღამეებს ათენებდნენ. ღამით ბევრს კამერაში უცვივდებოდნენ, სცემდნენ... იმ მწვალებლების გუნდში ნორმალური ოფიცრებიც იყვნენ, გამიმართლა, რადგან მათთან მოვხვდი... მთელ ციხეში გამეფებული სისასტიკე საშინლად გვთრგუნავდა", - იხსენებს მუსიკოსი.

აჩი ფურცელაძე, მომღერალი

2007 წლის ივნისში, ლესელიძის ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა. ორგანიზებულმა ჯგუფმა ლომბარდის დაყაჩაღება გადაწყვიტა, თუმცა პატრულის დროულად გამოჩენის შემდეგ ეს ვერ შეძლეს, რასაც გასროლა მოჰყვა, რის შედეგადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მამუკა გოგოლაძე გარდაიცვალა. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისგან. მომხდარზე მომღერალი აჩი ფურცელაძეც დააკავეს, რომელმაც 6 თვიანი სასჯელი მოიხადა. მასთან ერთად დაკავებული იყო ტელეწამყვანი თაკო ცქვიტინიძეც, თუმცა ორივე მათგანი ამ გაუგებრობაში შემთხვევით მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი სოსო ქუმსიაშვილი თაკო ცქვიტინიძის ახლობელი გახლდათ, გასროლის შემდეგ ქუმსიაშვილმა დახმარებისთვის თაკოს დაურეკა და სთხოვა, მისთვის გაევლო მანქანით. თაკო მეგობრებთან ერთად შეხვდა ქუმსიაშვილს და სახლში წაიყვანა. შემთხვევის ადგილიდან სოსო ქუმსიაშვილის ავტომობილი კი აჩი ფურცელაძემ გამოიყვანა. გამოძიებამ 5 დღის შემდეგ მომხდარზე 8 პირი დააკავა, ორი კი ძებნაში იყო. აჩი ფურცელაძემ საპყრობილე 6 თვეში დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში წავიდა.

თემურ თათარაშვილი, მომღერალი

მომღერალი თემურ თათარაშვილი 2006 წელს სანაპიროზე დააკავეს. თათარაშვილს ბრალად წაუყენეს ნარკოტიკების რეალიზაცია. მოსამართლე მამუკა ნოზაძის გადაწყვეტილებით, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა რუსთავის მეექვსე დაწესებულება 2008 წელს მოულოდნელად დატოვა, რის შემდეგაც თათარაშვილი სამუშაოდ რუსეთში გაემგზავრა.

კახა აბუაშვილი (კაბუ), მსახიობი, მომღერალი

რეპერი და მსახიობი კაბუ 2007 წელს დააკავეს. თავდაპირველად კაბუ თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მოძრაობის წესების დარღვევის გამო დააკავეს. შემდგომი შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. სასამართლომ ის 500 ლარით დააჯარიმა და მეორე დღესვე გაათავისუფლა.

წყარო: ambebi.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42